სასტუმრო „ამბასადორმა“ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი შეფ-მზარეული ჯანფრანკო კიარინი ჩამოიყვანა

სასტუმრო „ამბასადორმა“ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი შეფ-მზარეული, ბრიტანეთის სამეფო ოჯახისა და აშშ-ს პრეზიდენტის ჯიმი კარტერის პირადი მზარეული, ჯანფრანკო კიარინი საქართველოში ჩამოიყვანა.

იტალიელი შეფ-მზარეული „ამბასადორის“ ქსელის მზარეულებს 1 თვის განმავლობაში ტრენინგებს ჩაუტარებს და შექმნის სპეციალურ მენიუს ქართველი მომხმარებლებისთვის.

„ამბასადორმა“ ჯანფრანკო კიარინისთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის ფარგლებშიც, ტიტულოვანი შეფ-მზარეული საქართველოს 4-ჯერ ეწვევა და „ამბასადორის“ მზარეულების გადამზადებასთან ერთად, ქსელის სამზარეულოს კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის.

ჯანფრანკო კიარინის მოწვევასთან დაკავშირებით სასტუმროების ქსელ „ამბასადორის“ გენერალურმა დირექტორმა ლაშა მელიქაძემ განმარტებები გააკეთა და განაცხადა, რომ კიარინის საქართველოში ვიზიტი ასევე სასარგებლოა ქვეყნის პოპულარიზაციისთვის.

InterPressNews.Ge„ასეთი რანგის მზარეულის საქართველოში ჩამოყვანა არა მხოლოდ „ამბასადორისთვის“, ასევე ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ მას ძალიან ბევრი მიმდევარი ჰყავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ის საკუთარ Facebook გვერდზეც აპიარებს ქართულ პროდუქტს, დაწყებული ჩურჩხელით და დამთავრებული იმერული ყველით. მისი მიმოხილვები ქართული პროდუქტის შესახებ საქართველოს იმიჯისთვის ძალიან სასარგებლო იქნება“, - განაცხადა ლაშა მელიქაძემ.

„ამბასადორის“ აღმასრულებელი დირექტორის თეა ცხვიტავას განმარტებით, კიარინი აპირებს ქართული პროდუქტებით შექმნას მისი საავტორო მენიუ, რომელიც „გურმე-მენიუს“ სახელით შევა „ამბასადორის“ რესტორანში და მისი დაგემოვნება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

„ამბასადორი“ 5 ვარსკვლავიანი მაღალი კლასის სასტურმოა, რის გამოც ჩვენი მომხმარებელი ძალიან მომთხოვნია, ამიტომ ვცდილობთ არ ვიყოთ ერთფეროვნები და მომხმარებელს შევთავაზოთ საინტერესო სიახლეები. ჯანფრანკო კიარინი მსოფლიო დონის მზარეულია, რომლის კერძებზე წვდომის შესაძლებლობა ნებისმიერი გურმანისთვის მოვლენაა. „ამბასადორი“ კი ამის შესაძლებლობას ნებისმიერს მისცემს, ვინც ჩვენს რესტორანს ესტუმრება. ეს არ იქნება მხოლოდ გემო, ეს იქნება ქართული პროდუქტით შექმნილი განსხვავებული მიმდინარეობა კულინარიაში, რომელიც „ამბასადორში“ დაინერგება“, - განაცხადა „ამბასადორის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თეა ცხვიტავამ.

ჯანფრანკო კიარინი უკვე 1 კვირაა, რაც თბილისში იმყოფება და „ამბასადორის“ გუნდთან ერთად ახალ მენიუზე მუშაობს. კონტრაქტის ფარგლებში, კიარინი 1 წლის განმავლობაში „ამბასადორის“ ქსელის რესტორნების პირადი მრჩეველი იქნება. ის დაატრენინგებს „ამბასადორის“ სამზარეულოს სტაფს და შეფ-მზარეულს და განაახლებს „ამბასადორის“ მენიუს.

იტალიელი მზარეული ჯანფრანკო კიარინი მსოფლიოს ყველაზე მრავალფეროვანი მზარეულის ტიტულს ატარებს. მისი საქმიანობა მოიცავს როგორც შეფ-მზარეულის, ასევე ტელევიზიის წამყვანის, მწერლის, რესტორატორი, გლობალური კონსულტანტის საქმიანობას. ის ასევე ხელმძღვანელობს პროფესიონალი მზარეულების ყველაზე მსხვილ გაერთიანებას მთელს მსოფლიოში.

პარიზში Le Cordon Bleu-ს (ყველაზე პრესტიჟული სასტუმრო სერვისის და კულინარიის სკოლა), დამთავრების შემდეგ კიარინიმ მიიღო ხარისხი კულინარიის სფეროში და გახდა კულინარიული ხელოვნების შეფ მზარეული. მას ასევე მიენიჭა იტალიური სამზარეულოს უმაღლესი აკადებიის შეფ-მზარეულის სტატუსიც.

კიარინი ემსახურებოდა ინგლისის სამეფო ოჯახს, ქუვეითის შეიხს კაბერ ალ-აჰმად ალ-ჯაბერ ალ-აჰმადს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯიმი კარტერს, აფრიკის კავშირის პრეზიდენტებს, საუდის არაბეთის პრინცესას ამირა ალ-თავილს და პრინცს ალ-ვალიდ ბინ თალალს, ყატარის შეიხებს, თურქეთისა და ირანის პრეზიდენტებს და სხვა.

(R)

ვალერი ჩეჩელაშვილი - რაც უფრო უკეთეს ხელშეკრულებას დადებ რუსეთთან, მით უფრო დიდია შანსი, რომ რუსეთი გარკვეულ ეტაპზე დაარღვევს - ერთადერთი გარანტიაა, თუ მასში მონაწილეობას მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეები მიიღებენ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.05.2026
შპს „ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია“ „საოჯახო კალათის“ ინიციატივაში ერთვება
PSP-ს მხარდაჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს