ტექდათვალიერების მოთხოვნები, ასევე ტესტირების პერიოდულობა მთავრობის აქტით განისაზღვრება

ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისიანობაზე ტესტირება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებით იცვლება. ტესტირების ცენტრი იცვლება ინსპექტირების ცენტრით.

შესაბამისი ცვლილებები “საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ხორციელდება, რომელიც პარლამენტს მთავრობამ წარუდგინა.

ამავე ცვლილებებით, ავტოსანტრანსპორტო საშუალებებისათვის წასაყენებელი ტექნიკური მოთხოვნები, გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების ფირნიშების ფორმა და დამზადების წესი, აგრეთვე ტესტირების პერიოდულობა მთავრობის ნორმატიული აქტით განისაზღვრება.

პროექტის მიხედვით, შესაბამისი ფირნიშების დამზადებასა და ტესტირების ცენტრისთვის გადაცემას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, ცენტრის წერილობითი მოთხოვნისა და აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე უზრუნველყოფს.

გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების გავლის დამადასტურებელი ფირნიში ავტომობილზე, საქარე მინის ქვედა მარცხენა კუთხეში თავსდება.

ამასთან, ცენტრი ვალდებული იქნება ყოველი თვის 10 რიცხვამდე, შესაბამისი ფორმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციას წინა თვის განმავლობაში ტესტრირებულ ავტოსანტრაპორტო საშუალებათა ნუსხა მიაწოდოს.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში