ევროპის მოედანზე ბერლინის კედლის ფრაგმენტი დაიდგა

ევროპის მოედანზე ბერლინის კედლის ფრაგმენტი დაიდგა. ღონისძიებაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოში გერმანიის ელჩი, გერმანიაში საქართველოს ელჩი ლადო ჭანტურია და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.

ბერლინის კედლის ფრაგმენტი საქართველოს პრემიერის გერმანიაში ვიზიტის დროს, საქართველო-გერმანიის მეგობრული ურთიერთობის ნიშნად საჩუქრად გადმოეცა.

როგორც ჟურნალისტებს გერმანიაში საქართველოს ელჩმა ლადო ჭანტურიამ განუცხადა, ბერლინის კედელი დანგრევის შემდეგ თავისუფლებისა და მშვიდობის სიმბოლოდ გადაიქცა.

”9 ნოემბერი არის ბერლინის კედლის დაცემის დღე. ბერლინის კედელი დაახლოებით 30 წლის მანძილზე ყოფდა გერმანიის დედაქალაქს. კერძოდ, დასავლეთ ბერლინი, გერმანიის დედაქალაქის დაახლოებით 3/4 ჩასმული იყო ბეტონის კედელში და დასავლეთ ბერლინს არ ჰქონდა გასასვლელი გერმანიის სხვა ტერიტორიებთან. ბერლინის კედელი იყო სიმბოლო უსამართლობის, აგრესიის, ქალაქის გახლეჩვის, ცივი ომის, ხოლო მისი დანგრევის შემდეგ ის გადაიქცა თავისუფლებისა და მშვიდობის სიმბოლოდ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს გერმანიაში, საქართველოს გერმანელმა მეგობრებმა ბერლინის კედლის ფრაგმენტი მას საჩუქრად გადასცეს ნიშნად იმისა, რომ ყველა ძალადობრივად და უსამართლოდ აღმართული კედელი, რომელიც საქართველოში სამწუხაროდ რამდენიმე გვაქვს, დაინგრევა. ამიტომ, ამ კედლის გადმოცემის ცერემონიალი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ხაზს უსვამს ქართულ-გერმანული ურთიერთობების განსაკუთრებულ მნიშვნელობას”, - განაცხადა ლადო ჭანტურიამ.

„ბოროტების კედელი საქართველოშიც მშვიდობიანად დაინგრევა“ - ევროპის მოედანზე ბერლინის კედლის ფრაგმენტი დაიდგა

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით