საოლქო კომისიის თავმჯდომარე - ხაშურში რაიმე ტიპის დარღვევას ამ ეტაპზე ადგილი არ ჰქონია

საოლქო კომისიის თავმჯდომარე - ხაშურში რაიმე ტიპის დარღვევას ამ ეტაპზე ადგილი არ ჰქონია

ხაშურის 35-ე საარჩევნო ოლქში 52-ვე საარჩევნო უბანი თავის დროზე გაიხსნა. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ხაშურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იმედო ლაცაბიძემ განუცხადა.

ლაცაბიძის განცხადებით, ამ ეტაპზე რაიმე ტიპის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. მისივე ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობა ნორმალურია.

შეგახსენებთ, რომ ხაშურში მერის არჩევნების პირველ ტურში ბარიერი 8 კანდიდატიდან ვერც ერთმა გადალახა. ხოლო მეორე ტურში ერთმანეთს ”ქართული ოცნების” კანდიდატი გიორგი გურასპაშვილი და დამოუკიდებული კანდიდატი რამაზ ნოზაძე უპირისპირდებიან.