ყაზბეგში კენჭისყრის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს

ყაზბეგის ოლქში საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა ზუსტად 08:00 საათზე დაიწყო. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ციური ჩქარეულის ინფორმაციით, ათივე საარჩენო უბანზე კენჭისყრის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. მისივე თქმით, უბნების გახსნისთვის საჭირო პროცედურები ყველა საარჩევნო უბანზე 07:00 საათიდან ჩატარდა.
ყაზბეგის საარჩევნო ოლქში სულ 5 313 ამომრჩეველია რეგისტრირებული. როგორც საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, ხმის მიცემის პროცესი ყველა უბანზე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. რაც შეეხება ამომრჩეველთა აქტივობას, ციური ჩქარეულის თქმით, პირველადი მონაცემი დაახლოებით 10:00 საათისთვის იქნება ცნობილი.
ყაზბეგში მერის არჩევნების მეორე ტურში "ქართული ოცნების" კანდიდატი ალექსანდრე ზაგაშვილი და "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" კანდიდატი ალექსანდრე ყამარაული მონაწილეობენ.

























