"ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატი - მხარი დავუჭირე ქუთაისის წარმატებას, ჩვენ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ

"ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატი - მხარი დავუჭირე ქუთაისის წარმატებას, ჩვენ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ

საკუთარი არჩევანი ქუთაისის 15 უბანზე გააკეთა "ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ. როგორც ჭიღვარიამ განაცხადა, მხარი ქალაქის განვითარებას და კეთილდღეობას მისცა.

"მხარი დავუჭირე ქუთაისის წარმატებას. ჩვენ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ", - განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის“ ბოიკოტს, მისი თქმით, მათთვის "ნაციონალური მოძრაობა" არ არსებობს და არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მიიღებენ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას.