10:00 საათის მონაცემებით, ხაშურში 2021-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა

10:00 საათის მონაცემებით, ხაშურში 2021-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა

10:00 საათის მონაცემებით, ხაშურში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობა პირველ ტურთან შედარებით 1%-ით ნაკლებია, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ხაშურის 35-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, იმედო ლაცაბიძემ განუცხადა.

ლაცაბიძის განცხადებით, ამ დროისთვის არჩევნებში მონაწილეობა საერთო ამომრჩევლის(49 000-მდე) 4.13%-მა მიიღო, რაც 2021 ამომრჩეველს შეადგენს.

მისივე თქმით, საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და კომისიაში რაიმე ტიპის დარღვევასთან დაკავშირებით განაცხადი ამ დრომდე არ შესულა.

ხაშურში 52 საარჩევნო უბანია გახსნილი. ხაშურის საარჩევნო ოლქში ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება ”ქართული ოცნების” კანდიდატ გიორგი გურასპაშვილსა და დამოუკიდებელ კანდიდატ რამაზ ნოზაძეს შორის მოუწევს.