ყაზბეგში ამომრჩეველთა აქტივობა ამ დროისთვის 6.72% შეადგენს

ყაზბეგის საარჩევნო ოლქში 10:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 6.72% შეადგინა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ყაზბეგის საოლქო საარჩევნო კომისიაში განუცხადეს, მერის არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანის გასაკეთებლად, 10 უბანზე 350 ადამიანი მივიდა.
ყველაზე მეტი ამომრჩეველი 10:00 საათის მონაცემებით, სტეფანწმინდის # პირველმა საარჩევნო უბანმა მიიღო. კერძოდ, აღნიშნულ უბანზე კენჭისყრაში მონაწილეობა 84-მა ამომრჩეველმა მიიღო.
ყაზბეგში მერის არჩევნების მეორე ტურში "ქართული ოცნების" კანდიდატი ალექსანდრე ზაგაშვილი და "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" კანდიდატი ალექსანდრე ყამარაული მონაწილეობენ.

























