ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში ორი საჩივარი შევიდა

ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში ორი საჩივარი შევიდა

11:00 საათის მონაცემებით, ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში ორი საჩივარი შევიდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საოლქო საარჩევნო ოლქში განუცხადეს, საჩივრები ძირითადად პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით არის შედგენილი. საჩივრები არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაწერეს.

ოზურგეთში 10:00 საათის მონაცემებით, 4712 ამომრჩეველმა ხმა უკვე მისცა.