ყაზბეგში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი - ხმა მივეცი ხევის წინსვლას

ყაზბეგში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, ალექსანდრე ზაგაშვილის შეფასებით, საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
მერობის კანდიდატმა საკუთარი არჩევანი, სოფელ სიონში, ნომერ მეექვსე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. მისივე თქმით, 10:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა საკმაოდ დიდია.
"ხმა მივეცი ხევის წინსვლას. ხმა მივეცი იმას, რომ თითოეული სოფელი, თოთოეული ოჯახი გაიმართოს წელში. ხმა მივეცი გუნდს, რომელიც ამ ყველაფერს გააკეთებს. 10:00 საათის მონაცემებით აქტოვობა საკმაოდ მაღალია. ათივე უბანზე სიმშვიდეა, ისევე როგორც შტაბში. საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს", - განაცხადა ყაზბეგის მერობის კანდიდატმა.
ყაზბეგში მერის არჩევნების მეორე ტურში "ქართული ოცნების" კანდიდატი ალექსანდრე ზაგაშვილი და "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" კანდიდატი ალექსანდრე ყამარაული მონაწილეობენ.

























