მარტვილში, 12:00 საათის მონაცემებით, რეგისტრირებული 31 531 ამომრჩევლიდან საკუთარი არჩევანი 3739 დააფიქსირა

მარტვილში, 12:00 საათის მონაცემებით, რეგისტრირებული 31 531 ამომრჩევლიდან საკუთარი არჩევანი 3739 დააფიქსირა.
მარტვილის # 65 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გრიგოლ ბართაიას თქმით, აღნიშნული მაჩვენებელი ამომრჩეველთა 11, 45%-იან აქტივობას შეადგენს.
პირველ ტურთან შედარებით ამ დროისთვის ნაკლები ამომრჩევლების აქტივობა ფიქსირდება. მისივე ინფორმაციით, 21 ოქტომბერს, 12:00 საათისთვის არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩევლის 20,75%-ს ჰქონდა მიღებული.

























