ვლადიმერ ბოჟაძე - არჩევნები მშვიდ ვითარებაში დაიწყო, თუმცა პროცედურული დარღვევების ცალკეული შემთხვევები დაფიქსირდა

ვლადიმერ ბოჟაძე - არჩევნები მშვიდ ვითარებაში დაიწყო, თუმცა პროცედურული დარღვევების ცალკეული შემთხვევები დაფიქსირდა

სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრი ოზურგეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგს ახორციელებს. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი ვლადიმერ ბოჟაძე აცხადებს, არჩევნები დილიდან მშვიდ ვითარებაში დაიწყო, თუმცა პროცედურული დარღვევების ცალკეული შემთხვევები დაფიქსირდა.

მისივე განცხადებით, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის წარმომადგენელმა საარჩევნო უბანზე, სადაც დარღვევები დაფიქსირდა, ზეპირი შენიშვნები მისცეს.

„დარღვევები ძირითადად პროცედურულ საკითხებს უკავშირდება. დარღვევების ცალკეული შემთხვევები იყო. ამომრჩეველი პირადობის მოწმობის გარეშე ხმის მიცემას ცდილობდა, ასევე ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე გადაცემული ბიულეტენების რაოდენობა ერთით ნაკლები აღმოჩნდა. პროცედურულ დარღვევებზე ზეპირი შენიშვნები დავაფიქსირეთ“,- განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.