12:00 საათის მონაცემებით, ბორჯომში ხმა 4 826-მა ამომრჩეველმა მისცა

ბორჯომში რეგირსტრირებული 26 529 ამომრჩევლიდან, 12:00 საათის მონაცემებით 4 826 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც საერთო ამომრჩეველთა 18%-ზე მეტს შეადგენს.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” ბორჯომის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ განუცხადა, საარჩევნო პროცესი ზოგადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. კომისიაში კი ამ დროისთვის 4 საჩივარია შესული, რომელიც ძირითადად ხმის მიცემის დროს არსებულ დარღვევებს ეხება და რომელსაც საოლქო-საარჩევნო კომისია განიხილავს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში სულ 30 საარჩევნო უბანია გახსნილი. ადგილობრივებს არჩევანის გაკეთება ”ქართული ოცნების” მერობის კანდიდატ ლევან ლიპარტიასა და ”პატრიოტთა ალიანსის” მერობის კანდიდატ ზაზა ჩაჩანიძეს შორის მოუწევს.
ადგილობრივი თვითმმართველობის მეორე ტურს აკვირდება ეუთო. ეუთო-ს წარმომადგენელთა განცხადებით, ისინი დააკვირდებიან როგორც საარჩევნო გარემოს, უშუალოდ ხმის მიცემის პროცედურას, ასევე არჩევნებზე მედიის მუშაობას. შეფასებითი განცხადება კი საზოგადოებას ხვალ წარედგინება.

























