ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, კონსტანტინე შარაშენიძემ ხმა ოჯახის წევრებთან ერთად მისცა. როგორც შარაშენიძე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, საარჩევნო უბნებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობს. მისივე თქმით, საარჩევნო პროცესებში სოფლის რწმუნებულები, სამართალდამცავები და საკრებულოს დეპუტატები არიან ჩართული.
“საარჩევნო პროცესი ზოგიერთ უბანზე მიმდინარეობს მშვიდად და ობიექტურად, მაგრამ არის უბნები სადაც სერიოზული ზეწოლები და ფსიქოლოგიური ტერორი მიდის. მინდა ყველა ადამიანს მოვუწოდო, რომ ყველანი გამოცხადდეთ არჩევნებზე, მთავარი არის აქტივობა. ფსიქოლოგიური ტერორი მიდის სოფლებში ამომრჩეველზე, აქტიურად არიან ჩართულები სოფლის რწმუნებულები, საკრებულოს დეპუტატები, ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები. ერთი მინდა გითხრათ - ხალხს ეს არჩევნები მოგებული აქვს და ვერავინ შეაჩერებს მათ ნებას“,- აცხადებს შარაშენიძე.

























