ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის წარმომადგენელი საოლქო საარჩევნო კომისიიდან ბიულეტენების მიღება - ჩაბარების აქტს ითხოვს

ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, კონსტატინე შარაშენიძის წარმომადგენელი კახა ჩავლეშვილი საოლქო საარჩევნო კომისიიდან ბიულეტენების მიღება - ჩაბარების აქტს ითხოვს. როგორც ჩავლეშვილი აცხადებს, ოლქში განუცხადეს, რომ დოკუმენტს მაქსიმუმ ორ დღეში გადასცემენ. კახა ჩავლეშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული მცდელობა გაყალბებისკენ მიუთითებს.
"დილით 08:00 საათზე ცესკოდან ბიულეტენების მიღება - ჩაბარების აქტს ვითხოვდი, რომელშიც ბიულეტენების რაოდენობა და ნომრებია აღბეჭდილი. საოლქო კომისიაში აცხადებენ, რომ კანონით დადგენილ ვადაში მოგცემთო, ანუ მაქსიმუმ ორ დღეში. ვფიქრობთ, რომ გაყალბების მცდელობაა. რატომ აყოვნებს დოკუმენტის გაცემას? ჩვენ ვერ განვახორცილეთ მონიტორინგი",- კახა ჩავლეშვილი

























