15:00 საათის მონაცემებით, ბორჯომში ხმა 9 899-მა ადამიანმა მისცა

15:00 საათის მონაცემებით, ბორჯომის საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა 9 899-მა ადამიანმა მიიღო, რაც საერთო ამომრჩევლის დაახლოებით 37%-ს შეადგენს.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” საოლქო-საარჩევნო კომისიაში განუცხადეს, რაიმე მნიშვნელოვან დარღვევას ამ ეტაპზე საარჩევნო უბნებზე ადგილი არ ჰქონია. მათივე განცხადებით, 4 საკითხზე შესულია 8 საჩივარი, რომელიც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა შეადგინეს.
ძირითადად კი დარღვევები ხმის მიცემის დროს არსებულ დარღვევებს შეეხება.
ბორჯომის საარჩევნო ოლქში სულ 30 საარჩევნო უბანია გახსნილი. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 26 529 ამომრჩეველს შეადგენს. ბორჯომის რაიონში მცხოვრებ ადამიანებს არჩევანის გაკეთება პარტია ”ქართული ოცნების” მერობის კანდიდატ ლევან ლიპარტიასა და ”პატრიოტთა ალიანსის” კანდიდატ ზაზა ჩაჩანიძის შორის მოუწევს.

























