მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გურძემის #12 უბანზე ერთი საჩივარი დაიწერა

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გურძემის #12 უბანზე ერთი საჩივარი დაიწერა. #65 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გრიგოლ ბართაიას თქმით, საჩივარი „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა დაწერა.
"როგორც საჩივრის ავტორი წერს, ერთ-ერთი ამომრჩეველი პირადობის გარეშე გაატარეს ხმის მისაცემად. ამ საჩივარს ცესკო განიხილავს. სხვა საჩივარი ამ ეტაპზე არ ფიქსირდება", - განაცხადა ბართაიამ.
ცესკოს 17:00 საათის მონაცემებით, მარტვილის 39 უბანში სულ რეგისტრირებული 31 531 ამომრჩევლიდან 10 036- მა მისცა ხმა, რაც 30, 75%-ს შეადგენს.

























