17:00 საათის მონაცემებით, ქუთაისში ხმა 21 546-მა ამომრჩეველმა მისცა

17:00 საათის მონაცემებით, ქუთაისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში არჩევანი 21 546-მა ამომრჩეველმა გააკეთა. #59-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილის ინფორმაციით, არსებული მონაცემები რეგისტრირებული ამომომრჩევლის 14, 12 %-ია. მონაცემები კვლავ ჩამორჩება პირველი ტურის აქტივობას.
საოლქოში კვლავ ორ საჩივარია შესული. სხვა სახის დარღვევა ამ დრომდე არ დაფიქსირებულა.

























