„სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, კენჭისყრის პროცესი საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე, ძირითადად, კანონით დადგენილი წესების დაცვით ჩატარდა

„სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, კენჭისყრის პროცესი საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე, ძირითადად, კანონით დადგენილი წესების დაცვით ჩატარდა, თუმცა, რიგ საარჩევნო უბნებზედაფიქსირდა საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოების, ხმის მიცემის ფარულობისა და მარკირების პროცედურის დარღვევის რამდენიმე შემთხვევა.

ISFED-ის ინფორმაციით, ტენდენციის სახით გამოიკვეთა, საარჩევნო უბნების გარე პერიმეტრზე პარტიული კოორდინატორებისა და სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლების სიმრავლე, განსაკუთრებით ოზურგეთის საარჩევნო ოლქში. ამ დროისთვის საუბნო კომისიებში წარდგენილია 14, საოლქო კომისიებში კი - 16 საჩივარი; ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებულია 2 შენიშვნა.

ამ დროისთვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები: #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #62 საარჩევნო უბანზე ნაკადის მარეგულირებელმა კომისიის წევრმა კენჭისყრის შენობაში ორი ამომრჩეველი პირადობის მოწმობის გარეშე შეუშვა. ამომრჩეველმა კენჭისყრის შენობა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვების მითითების შემდგომ დატოვა. დამკვირვებელმა საჩივრით მიმართა კომისიის თავმჯდომარეს, რომელმაც საჩივარი იმ მოტივით არ დაარეგისტრირა, რომ შინაარსს არ ეთანხმებოდა, რაზეც საჩივარი უკვე საოლქო კომისიაში დაიწერა; #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #18 საარჩევნო უბანზე შემაჯამებელ ოქმში არასწორად ჩაიწერა ოქმის შედგენის თარიღი და დრო; #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #8 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა სამაგიდო სიაში ხელმოწერების რაოდენობა 1-ით ნაკლებია გაცემული ბიულეტენების რაოდენობაზე.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება