მამუკა მდინარაძე - საპარლამენტო უმრავლესობა მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებს მხარს დაუჭერს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებს მხარს დაუჭერს.

მისივე შეფასებით, პარლამენტის ქმედება განპირობებულია დროული ოპტიმიზაციითა და ბევრი კარგი პროექტით.

„დღეს პრემიერ-მინისტრმა წარადგინა, პრაქტიკულად, განსახორციელებელი რეფორმა, რომელსაც, ბუნებრივია, საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს. არის ბევრი სამსჯელო საკითხი, რაც ინიცირების შემდეგ განიხილება საქართველოს პარლამენტში, მაგრამ საბოლოო ჯამში, იმდენად დადებით პროექტზე გვაქვს საუბარი, იმდენად კარგია და დროულია ოპტიმიზაცია, საპარლამენტო უმრავლესობა, საქართველოს პარლამენტი ამას მხარს დაუჭერს“,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას მამუკა მდინარაძემ.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება