მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია შესაბამისი სფეროს წარმომადგენლებთან და დამუშავებული გვაქვს ის ახალი პროექტები, რომლებიც თანხვედრაშია წინასაარჩევნო პროგრამასთან", - ამის შესახებ თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილმა ირაკლი გვილავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
"პირველ რიგში, მოხარული ვარ, რომ ვაგრძელებ საქმიანობას პროფესიონალებისაგან დაკომპლექტებულ გუნდში, რისთვისაც მადლობა მინდა ვუთხრა ქალაქ თბილისის მერს, კახი კალაძეს. ჩვენ ძალიან დიდ როლს შევიტანთ "სიცოცხლით სავსე ქალაქის" კონცეფციის რეალიზებაში.
რა თქმა უნდა, დამუშავებული გვაქვს პროექტები, მთელი რიგი პროექტების განხორციელება დაწყებულია, ისინი დასრულდება. ასევე, მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია შესაბამის სფეროს წარმომადგენლებთან და დამუშავებული გვაქვს ის ახალი პროექტები, რომლებიც თანხვედრაშია წინასაარჩევნო პროგრამასთან", - განაცხადა ირაკლი გვილავამ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"