კომპანია „რომპეტროლ საქართველო“ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რაც სომხეთის მიმართულებით ტვირთების გადაზიდვას უკავშირდება, განცხადებას ავრცელებს.
კომპანიაში აცხადებენ რომ აღნიშნული ინფორმაცია, თითქოს ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები არსებობს, არ შეესაბამება სიმართლეს. „რომპეტროლ საქართველოს“ არანაირი კავშირი არ აქვს კომპანია „მაქსპაუერ პეტროლიუმთან“ და აღნიშნული ინფორმაციის გამავრცელებელ HUB Georgia-სთან.
„ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ გვაქვს ჯანსაღი და კონკურენტული ურთიერთობები როგორც სს „საქართველოს რკინიგზასთან“, ისევე ყველა სხვა კონტრაგენტთან და ეს ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდება. შპს „რომპეტროლ საქართველოს“ არ აქვს და არც აქამდე ჰქონია პრობლემები როგორც სარკინიგზო, ასევე საავტომობილო საშუალებებით ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებით.“ - აცხადებს „რომპეტროლ საქართველოს“ გენერალური დირექტორი ზამანბეკ მირზაიანოვი.
ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, მცდარი ინფორმაცია ადრეც გავრცელდა, რაზეც „რომპეტროლ საქართველომ“ თავისი პოზიცია დააფიქსირა.
(R)
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"