საბერძნეთში „კანონიერ ქურდებს“ - „დათო კუტაისკის“, „შოთიკო ბოლნისკის“ და „სტალინს“ 16-17 წლით პატიმრობა მიესაჯათ

საბერძნეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნისთვის 63 წლის ე.წ. კანონიერ ქურდს დავით სებისკვერაძეს 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ გამოცემა „პრაიმკრაიმი“ წერს.

დავით სებისკვერაძესთან ერთად, რომელიც ასევე „დათო კუტაისკის“ და „კალიასკას“ სახელებით არის ცნობილი, პასუხისგებაში კიდევ ორი ე.წ. კანონიერი ქურდი შოთა ასათიანი („შოთიკო ბოლნისკი“) და ლაშა უგრელიძე („სტალინი“) მიეცა. მათ 17 და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

კიდევ ერთი ე.წ. კანონიერი ქურდი მიხეილ ბუძიშვილი („მიშკა კუტაისკი“), რომელიც 2015 წლის დეკემბერში ამავე სისხლის სამართლის საქმეზე იყო დაკავებული, მიმდინარე წლის აპრილში ნარკოტიკების დოზის გადაჭარბების გამო გარდაიცვალა.

გამოცემის ინფორმაციით, სებისკვერაძე საბერძნეთში ქუთაისურ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა, ახლა კი მის საქმეებს, სავარაუდოდ, ასევე ქუთაისელი გაიოზ ზვიადაძე („გია კუტაისკი“) გადაიბარებს.

იხილეთ ვიდეო: ""სტალინი"; "კალიასკა"; "შოთიკო ბოლნისკი" - ქართველ "კანონიერ ქურდებს" საბერძნეთში 16-17 წლით პატიმრობა მიესაჯათ"

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას