სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საქმიანობა სამოქალაქო სექტორთან შეაჯამა

სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან არსებული “სამოქალაქო დარბაზის“ მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა გახსნა.

სააგენტოს ინფორმაციით, მან ყურადღება გაამახვილა საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობასა და სააგენტოს საქმიანობის პრიორიტეტებზე.

“მიმდინარე წელი არის მნიშვნელოვანი გამოწვევების წელი სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და, განსაკუთრებით, მცენარეთა დაცვის მიმართულებით. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განხორციელებული საქმიანობა სამოქალაქო სექტორთან ერთად შეაჯამა. ჩვენ სამუშაო ფორმატში განვიხილავთ აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებს. აღნიშნული ფორმატი გვაძლევს საშუალებას, ეფექტიანად დავგეგმოთ და განვახორციელოთ ჩვენი საქმიანობა“, - განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

სხდომას საზოგადოებრივი სექტორის, სამეცნიერო წრეების, დარგობრივი ასოციაციების და მომხარებელთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„სამოქალაქო დარბაზის“ წევრების მიერ დასმული საკითხები სამუშაო ფორმატში განიხილეს თემატურმა ჯგუფებმა სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით. სააგენტოს წარმომადგენლების მიერ წარმოდგენილი იყო ინფორმაცია საქართველოში გავრცელებული ინვაზიური მავნებლის - აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების, სურსათის უვნებლობის სტანდარტების და სახელმწიფო კონტროლის, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის, ვაქცინაციის და იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის მიმდინარეობის შესახებ. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების საკითხებზე და ახალ რეგულაციებზე.

„სამოქალაქო დარბაზის“ სხდომა ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროექტის (CIB) მხარდაჭერით ჩატარდა.

სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან არსებული საკონსულტაციო ორგანო - „სამოქალაქო დარბაზი“ 2013 წელს შეიქმნა და მასში ექსპერტები, სამეცნიერო წრეებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები არიან გაერთიანებული.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს