მაკა ჩიჩუამ პროექტის "მშობელთა თემის მობილიზება და გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით" ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართელოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პროექტის "მშობელთა თემის მობილიზება და გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით" შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

როგორც პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა კოალიცია "მოძრაობა ცვლილებებისთვის" წარმომადგენელმა გია კაკაჩიამ განაცხადა, პროექტი პრეზიდენტის ფონდის მხარაჭერითა და პირველი ლედის ჩართულობით განხორციელდა და გულისხმობდა საქართველოს 6 მუნიციპალიტეტში შშმ პირთა მშობელთა თემის გაძლიერებას.

"არის რეგიონები, სადაც მშობლები აქტიურობენ, ზოგ რეგიონში ეს მოძრაობა ჯერ არ დაწყებულა. ჩვენი მთავარი მიზანი იყო, ამ მშობლების გაძლიერება იმ კუთხით, რომ მათ ცოდნოდათ თავიანთი უფლებები, სერვისები, რომელიც ხორციელდება როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლების მიერ, ასევე სცოდნოდათ მსოფლიოში რა ხდება ამ მმართულებით. ისინი უნდა ჩაერთონ ნელ-ნელა ადგილობრივ

თვითმმართველობასთან ურთიერთობაში. არსებობს ასეთი ფორმატი, რომელიც გულისხმობს შშმ პირთა საბჭოების შექმნას და საბჭოებში უნდა მონაწილეობდნენ ადგილობრივი თემის წარმომადგენლები აქტიურად. მათ უნდა მიიღონ მონაწილეობა როგორც პროგრამების დაგეგმვაში, ასევე ბიუჯეტის შედგენაში. ხშირ შემთხვვაში, მათ წარმოდგენა არ ჰქონათ ადგილობრივი ხელისულება რა პროგრამებს ახორციელებდა", განაცხადა გია კაკაჩიამ.

პირველი ლედის მაკა ჩიჩუას განცხადებით, ეს არაა ერთჯერადი პროექტი და პროექტს დიდი დაინტერესება მოჰყვა მუნიციპალიტეტებში არამარტო შშმ პირების მშობლების მხრიდან.

„ეს პროექტი გულისხმობდა, რომ მთელ საქართველოში გავსულიყავით და მოგვეძიებინა ინფორმაცია დედების შესახებ, გაგვეცნო მათთვის ჩვენი გამოცდილება და ისინი წამოსულიყვნენ თანამშრომლობაზე. ასევე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მუნიციპალიტეტები ჩაგვერთო ამაში. მადლობა მინდა ვუთხრა იმ მუნიციპალიტეტებს, რომლებმაც ძალიან ახლოს მიიტანეს გულთან და დაინტერესდნენ", - განაცხადა მაკა ჩიჩუამ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს