თბილისის ზოგიერთ უბანს 18 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

თბილისის ზოგიერთ უბანს 18 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. როგორც „ინტერპრესნუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, ვაკეში, ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 03:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), წყნეთის ხევის, აბაშიძის, ატენის, ყიფშიძის, ნინო რამიშვილის, არაყიშვილის, გაბაშვილის, ფალიაშვილის, მოსაშვილის, კავსაძის, თენგიზ აბულაძის და თაქთაქიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

03:00 საათიდან 05:00 საათამდე 1 საათიანი მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის, დაბა წყნეთის, ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), გიორგი წერეთლის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, თამარაშვილის, ყიფშიძის, ცხვედაძის, ტიციან ტაბიძის, დარიალის, რაზმაძის, აბაშიძის, კავსაძის, ფალიაშვილის, შატბერაშვილის, ქობულეთის, წყნეთის, მოსაშვილის, მუხაძის, მიშველაძის, უნივერსიტეტის, აბულაძის, არაყიშვილის, იმედაძის, უჩანეიშვილის, ნინო რამიშვილის, თაქთაქიშვილის და გაბაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის IV კვარტლის მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვასაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.