განსაკუთრებული შეთავაზება მხოლოდ ოფიციალური Samsung-ის შეძენისას

ახალი Galaxy Z Fold7 და Galaxy Z Flip7 უკვე საქართველოშია და ხელმისაწვდომია Samsung-ის ოფიციალური პარტნიორი მაღაზიების ქსელში. 25 აგვისტოდან 21 სექტემბრის ჩათვლით მათი შეძენისას მიიღებ განსაკუთრებულ საჩუქარს – Samsung Care+-ს -„ეკრანის 2-წლიან გარანტიას“, რაც გულისხმობს ეკრანის შეცვლას ნებისმიერი დაზიანების შემთხვევაში, მხოლოდ მომსახურების საფასურის გადახდით. ისარგებლე სერვისით სწრაფად და დარწმუნებული იყავი, რომ გამოიყენება მხოლოდ ორიგინალი და ოფიციალური ნაწილები.

Samsung-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში გირჩევს შეიძინო სამსუნგის სმარტფონები მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით, რადგან მისი შეძენისას შენ ყიდულობ გარანტირებულად ახალ და ორიგინალ პროდუქტს. ჰოლოგრამა სმარტფონის ყუთის წინა მხარეს არის განთავსებული, მასზე არსებული წარწერები ქართულ ენაზეა. ოფიციალური ჰოლოგრამის მქონე სმარტფონის შეძენისას, შენ გაქვს: ოფიციალური გარანტია, განსაკუთრებული საჩუქრების მიღების შესაძლებლობა, ავტრიზებული სერვის ცენტრის მომსახურება, ქართულ მობილურ ქსელებზე მორეგებული მოწყობილობა და Trade-in შესაძლებლობა. ოფიციალური პროდუქტის სწორედ ეს უპირატესობები უზრუნველყოფს შენს დაცულობას და სიმშვიდეს.

Samsung-ის უახლესი AI-ით მხარდაჭერილი Z სერიის დასაკეცი სმარტფონები – Galaxy Z Fold7 და Galaxy Z Flip7. Galaxy Z Fold7 წარმოუდგენლად თხელია – დაკეცილ მდგომარეობაში მხოლოდ 8.9 მმ-ია, რაც 26%-ით ნაკლებია, ვიდრე წინა სერიის მოდელი. მისი ფართო და იმერსიული ეკრანი იდეალურია თამაშებისთვის, ვიდეოებისთვის და კონტენტის შესაქმნელად, ხოლო 200MP კამერა საშუალებას გაძლევს გადაიღო დაუვიწყარი მომენტები საოცარი სიზუსტით. Galaxy Z Flip7 კი სიმძლავრესა და ინტელექტს აერთიანებს ერთ უნიკალურ დიზაინში. FlexCam ფუნქცია სელფის გადაღებას ადვილსა და კომფორტულს ხდის, ხოლო FlexWindow რეჟიმში არსებული ფილტრები რეალურ დროში აუმჯობესებს კადრებს ისე, რომ ზედმეტი რედაქტირება აღარ გჭირდება. ახალი ფუნქცია – Gemini Live – გაძლევს შესაძლებლობას, კამერის საშუალებით გააზიარო ხედვები და ესაუბრო Gemini-ს პირდაპირ FlexWindow-ზე.

სამსუნგის ოფიციალური პარტნიორები საქართველოში არიან: ალტა, ელიტი, მეგატექნიკა, კონტაქტ ჰოუმი და ასევე ყველა ის მაღაზია, სადაც სამსუნგის სმარტფონები მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით იყიდება.

აირჩიე ოფიციალური, ჰოლოგრამა გიცავს!

(R)

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა