საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ევროკავშირის კანონმდებლობასთან საგადასახადო კანონმდებლობის ჰარმონიზაციის შესახებ შეხვედრა გამართა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა და ფინანსთა სამინისტროს ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გამართულ ღონისძიებაზე განიხილეს არაპირდაპირი დაბეგვრის, აუდიტის და აღრიცხვის სფეროში საპარლამენტო კონტროლისა და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების მდგომარეობა, მისი იმპლემენტაციის გზები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

ევროკავშირის და საქართველოს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული არაპირდაპირი დაბეგვრის და აუდიტის და აღრიცხვის ვალდებულებებით განსაზღვრული აქტივობების შესრულების პროცესი ითვალისწინებს საპარლამენტო ზედამხედველობის გაუმჯობესებასა და კანონშემოქმედებით საქმიანობას.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მომავალში უნდა შეიქმნას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა და ფინანსთა სამინისტროს ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რათა უფრო ეფექტურად მოხდეს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი რეგულაციების და რეკომენდაციების ჰარმონიზება.

„ბუნებრივია, ჩვენი კომიტეტის სამუშაო გეგმის ფორმირება და შემდეგ მისი ეფექტიანი განხორციელება მჭიდროდაა დაკავშირებული ფინანსთა სამინისტროსა და მისი საქვეუწყებო დაწესებულებების საქმიანობასთან. ვფიქრობ, ასეთ ფორმატში მუშაობა იქნება უფრო საქმიანი და ეფექტიანი, როგორც კოორდინირების თვალსაზრისით, ასევე პროცესზე საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელების თვალსაზრისით“, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა და ფინანსთა სამინისტროს ერთობლივ სამუშაო შეხვედრას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრები, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი, UNDP-ის საპარლამენტო პროექტის მენეჯერი სოფო გურული, ფინანსთა სამინისტროსა და კომიტეტის თანამშრომლები, ასევე მოწვეული ექსპერტები ესწრებოდნენ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს