შს მინისტრმა 112-ის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს.

ამ თანამდებობაზე ნიკა გელაშვილი დაინიშნა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლევან კაკავამ „112“-ის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი პირადად წარუდგინა.

პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი ნიკა გელაშვილი მიმდინარე წლის 30 იანვრიდან 15 დეკემბრამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორი იყო. 2016 წლის 9 სექტემბრიდან 2017 წლის 30 იანვრამდე იგი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა. 2013–2016 წლებში ნიკა გელაშვილი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს უფროსი, ხოლო 2013 წელს კი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო. 2009 – 2012 წლებში იგი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს მეოთხე განყოფილების (სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლი „წითელი ხიდი“) პატრულ-ინსპექტორად მუშაობდა. ნიკა გელაშვილმა 2008 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი.

ვალერი ჩეჩელაშვილი - ცეცხლის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება რუსეთმა უკრაინელებთან ერთად უნდა მიიღოს, მაგრამ უსაფრთხოების რა გარანტიები ექნება უკრაინას, ეს უკრაინის, ევროპის და აშშ-ს მოლაპარაკებების საგანია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.08.2025
განსაკუთრებული შეთავაზება მხოლოდ ოფიციალური Samsung-ის შეძენისას
ახალი კოროლა კროსი – დახვეწილი SUV სტილი