ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი - hr სტრატეგიის თანახმად, თითოეულ თანამშრომელს ეცოდინება რა იგეგმება მათ სახელფასო ფონდთან მიმართებაში

მომავალ წელს ჩვენ გვექნება hr სტრატეგია, რომლის მიხედვითაც ბაღის თითოეულ თანამშრომელს ეცოდინება თუ როგორი არის მათი განვითარების კვალიფიკაციის ამაღლების გეგმა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა იგეგმება თუ არა მომავალ წელს საბავშვო ბაგა-ბაღების თანამშრომელთა კადრების რეორგანიზაცია, თანამშრომელთა რაოდენობის შემცირება ან გაზრდა.

კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, იგი სამი კვირაა რაც სააგენტოს ხელმძღვანელად დაინიშნა და პირველ რიგში hr სტრატეგიის ინიცირება მოახდინა.

“აღნიშნული ნიშნავს, რომ უკვე მომავალ წელს ჩვენ გვექნება hr სტრატეგია, რომლის მიხედვითაც თითოეულ თანამშრომელს ეცოდინება თუ როგორი არის მათი კვალიფიკაციის ამაღლების გეგმა. ასევე ეცოდინება მომავალ წელს რა იგეგმება მათ სახელფასო ფონდთან მიმართებაში“, - განაცხადა გვანცელაძემ.

კითხვაზე, აღნიშნული ნიშნავს თუ არა, რომ საბავშვო ბაღებში დასაქმებულთ მომავალ წელს შესაძლოა გაეზარდოთ ხელფასები, გვანცელაძემ განაცხადა, რომ საჭიროა დაველოდოთ hr სტრატეგიის შემუშავებას.

„hr სტრატეგია ნიშნავს, რომ სხვადასხვა კომპონენტი ასახული იქნება ამ გეგმაში კვლევის საფუძველზე. აქედან გამომდინარე, ჩემი თხოვნა იქნება დაელოდოთ hr სტრატეგიის შემუშავებას. 2018 წლის აქტივობები პირველ რიგში პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზეა ორიენტირებული“, - განაცხადა გვანცელაძემ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს