რუსთავის მერი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ზარალის ანაზღაურებას დაპირდა

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე იმ საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას შეხვდნენ, სადაც გუშინ ხანძარი გაჩნდა. რუსთავის მერმა გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. ირაკლი ტაბაღუა დაზარალებულ მოსახლეობას ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას დაპირდა.

„უბედური შემთხვევა მოხდა. გარდაცვლილია სამი ადამიანი. იმ ოჯახებს, რომლებიც წუხანდელი ხანძრის შედეგად დაზარალდნენ, ზარალი აუნაზღაურდებათ“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

რუსთავში, მეგობრობის გამზირის მეორე გასასვლელის #3 საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად, აღნიშნული კორპუსის მე-5 სადარბაზოში, პირველ სართულზე ერთოთახიან ბინაში, მცხოვრები 48 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, კორპუსის მე-4 და მე-5 სართულზე მცხოვრები 57 წლის მამაკაცი და 30 წლის ქალი კი კვამლით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალნენ.

30 წლის ქალი კლინიკა ,,რუსთავში“ გადაიყვანეს, თუმცა, ის მალევე გარდაიცვალა, კლინიკაში მიიყვანეს კიდევ ერთი ქალი, რომელიც მეზობლების ინფორმაციით, ხანძრის დროს ფანჯრიდან გადმოხტა და ფეხი მოიტეხა.

კვამლით ინტოქსიკაციით, წუხელ გვიან ღამით, რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს სამი მცირეწლოვანი ბავშვი, ექიმების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ამ დროისთვის სახლში იმყოფებიან.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ