ადვოკატის ინფორმაციით, მოსწავლის მკვლელობისთვის ბრალდებული მოზარდი, რომელიც გამოძიებას თავად ჩაბარდა, გამომძიებლებს ჯერ არ გამოუკითხავთ

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებულის, გ.ჯ.-ს ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამომძიებლებს ჯერ არ გამოუკითხავთ.

როგორც ტარიელ კაკაბაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, შესაბამისად, გ.ჯ-ს დანაშაული არ უღიარებია.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ჯერ არც კი გამოუკითხავთ. შესაბამისად, ვერც დანაშაულის დეტალებზე ისაუბრებდა“, - აღნიშნა ტარიელ კაკაბაძემ.

არაოფიციალური ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობაში ბრალდებულმა ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა დანაშაული აღიარა.

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ ხდება ცნობილი, მოზარდის მიერ დანაშაულის აღიარება ბრალდების მხარემ ფარულად ჩაიწერა, რაც საქმეში ჩაიდო.

ამასთან, სააგენტოს ინფორმირებულმა წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ საგამოძიებო ორგანოს არ გააჩნდა ბრალდებულის მიერ მომხდარის დეტალებზე საუბრის ამსახველი ჩანაწერის გაკეთების თაობაზე სასამართლოს განჩინება, თუმცა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი აღნიშნული მასალა სასამართლომ საქმეს მტკიცებულად მაინც დაურთო.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 2 დეკემბერსვე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 2001 წელს დაბადებული ერთი არასრულწლოვანი დააკავა და ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენა. მოგვიანებით ძებნა გამოცხადდა კიდევ ერთ არასრულწლოვანზე, რომელსაც ბრალი განზრახ მკვლელობაში დაუსწრებლად წარედგინა. სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ძებნაში მყოფი არასრულწლოვანი, გ.ჯ. პოლიციას 4 დეკემბერს ჩაბარდა.

ხათუნა ლაგაზიძე -  პარლამენტში მიმდინარე პროცესები იმის ტესტიც არის, თუ რად უღირს თანამედროვე დასავლურ პოლიტიკურ ელიტას საქართველო
ქართული პრესის მიმოხილვა 13.11.2019
მაია ბითაძე - ევროპამ 50 წლით გაგვისწრო, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენც მივყვებით
Volvo Art Night - ვოლვო საქართველო გლობალური მიზნების კვალდაკვალ (R)
Trade In! გადაცვალე ძველი ტექნიკა ახალში  - „ელიტ ელექტრონიქსის ახალი წამოწყება“
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო ვორკშოპი - "საშიში ტრანსნაციონალური დანაშაულები და მასთან ბრძოლის ნაციონალური და ინტერნაციონალური სამართლებრივი გზები და საშუალებები” ჩატარდა
„სამ რაან სპა-ცენტრი“ ევროპის საუკეთესო სპად დასახელდა