დავით უსუფაშვილი - საბედისწერო შეცდომა გიორგი კვირიკაშვილმა მაშინ დაუშვა, როდესაც საპარლამენტო არჩევნებზე პარტიული სია შემოგვთავაზა

საბედისწერო შეცდომა „ქართული ოცნების“ ლიდერმა გიორგი კვირიკაშვილმა მაშინ დაუშვა, როდესაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიული სია შემოგვთავაზა, - ამის შესახებ ”შენების მოძრაობის” ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” სტუმრობისას განაცხადა.

მან პარლამენტსა და, ზოგადად, პოლიტიკაში ბიზნესმენების მოღვაწეობის ცუდ პრაქტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ხალხი ხშირ შემთხვევაში საკუთარი ბიზნეს საქმიანობის მფარველობით არის დაკავებული.

”მე მგონია, რომ საბედისწერო შეცდომა „ქართული ოცნების“ ლიდერმა გიორგი კვირიკაშვილმა, სხვა ადამიანებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ საკითხში, დაუშვეს მაშინ, როდესაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე შემოგვთავაზეს პარტიული სია, რომლის ყოველი მესამე წარმომადგენელი მსხვილი ბიზნესმენია. ამ ადამიანებს არ მიუნიშნებიათ ჩვენთვის, რომ ისინი ბიზნესს ტოვებდნენ და პოლიტიკაში მიდიოდნენ. პირიქით, ისინი მუდმივად ამას ასხივებდნენ.

როდესაც პარლამენტში ყოველ მესამე სკამზე სხედან ადამიანები, რომლებიც ბიზნესმენობენ, მაშინ მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ ეს ხალხი თავისი ინტერესების შესაბამისად იმოქმედებს და თუ დაინახავენ, რომ სიომ სხვა მხრიდან დაბერა და რაღაც კარგად ვერაა, პირველი ეს ხალხი იქნება, ვინც დააცხრება, რომ მომავალი იყოს გარანტირებული”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა