დიმიტრი ქუმსიშვილი - საქართველოს ეკონომიკური ზრდის დაჩქარება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია

საქართველოს ეკონომიკური ზრდის დაჩქარება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, - ამის შესახებ პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

„საქართველოს ეკონომიკური ზრდის დაჩქარება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიზნით, 2016 წლიდან ჩვენ დავიწყეთ რეფორმების განხორციელება, რომლებიც საზოგადოებაში ცნობილია როგორც „4 პუნქტიანი გეგმა - ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვისთვის“. აღნიშნული სამოქმედო პროგრამა მოიცავს როგორც მოკლევადიან, ისე საშუალო და გრძელვადიან რეფორმებს, რომელთაც ჩვენ 2017–2020 წლამდე განვახორციელებთ. ამ გეგმის სისტემური და რაციონალური განხორციელება გაგვიხსნის სრულიად ახალ შესაძლებლობებს - საქართველოს სწრაფი და შეუქცევადი განვითარების გზაზე დააყენებს“,- განაცხადა დეპუტატების წინაშე გამოსვლისას დიმიტრი ქუმსიშვილმა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს