გიორგი კვირიკაშვილი - მოზარდებში ძალადობაზე პასუხისმგებლობის ისრებს ვერ გადავიტანთ ვერავისზე, მთავარი პასუხისმგებელი აქ არის ხელისუფლება და ამ გამოწვევას ვიღებთ

მოზარდებში ძალადობის ფაქტებზე ჩვენ პასუხისმგებლობის ისრებს ვერ გადავიტანთ ვერავისზე, მთავარი პასუხისმგებელი აქ არის ხელისუფლება და ჩვენ ამ გამოწვევას ვიღებთ, – ამის შესახებ პრემიერ–მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო მოსმენისას განაცხადა.

კვირიკაშვილის განცხადებით, მსგავს საკითხებზე მნიშვნელოვანია საზოგადოების კონსოლიდირება, რათა არსებულ გამოწვევას სათანადო პასუხი გაეცეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებებს აქვთ კონკრეტული სამოქმედო გეგმა, მათ შორის გეგმა აქვს შს მინისტრობის კანდიდატს.

„მოზარდებში ძალადობის პრევენცია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა და ეს არ არის ერთი უწყების საქმე. ეს არის მთავრობის, ხელისუფლების, პარლამენტის, ოპოზიციის, მთელი საზოგადოების, განათლების სისტემის, ეკლესიის ერთობლივი ძალისხმევით გადასაჭრელი ამოცანა. ჩვენ პასუხისმგებლობის ისრებს ვერ გადავიტანთ ვერავისზე, მთავარი პასუხისმგებელი აქ არის ხელისუფლება და ჩვენ ამ გამოწვევას ვიღებთ. გვაქვს კომპლექსური ღონისძიებები დაგეგმილი, რომლითაც დიდი იმედი გვაქვს, რომ თვისობრივად შევცვლით სიტუაციას. ახალმა მინისტრმა ისაუბრა ამ მიდგომებზე და მინდა ვთქვა, რომ მთელი მინისტრთა კაბინეტის მხარდაჭერა აქვს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო