გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უსაფუძვლოა ბრალდებები, რომ აფგან მუხთარლის საკითხზე ამ საქმის თანამონაწილეა

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უსაფუძვლოა ბრალდებები იმის თაობაზე, რომ აფგან მუხთარლის საკითხზე ამ საქმის თანამონაწილეა. როგორც კვირიკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას კითხვის საპასუხოდ განაცხადა, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საკითხი საქართველოს უსაფრთხოების სისტემის ძალიან დიდი პრობლემა იყო.

„მუხთარლის საკითხი იყო ძალიან დიდი პრობლემა ჩვენი უსაფრთხოების სისტემის. ვახტანგ გომელაურმა რაც განაცხადა, ეს იყო ის ფაქტობრივი ინფორმაცია, რომელიც იმ მომენტში ხელთ გააჩნდა. ეს არ არის რა თქმა მტკიცებითი ფორმის ინფორმაცია, რადგან სანამ გამოძიება არ დასრულდება, ვერავის ვერ ექნება უფლება, რომ მტკიცებით ფორმაში გააკეთოს განცხადება, ეს ასე მოხდა თუ ისე მოხდა. ასევე, უსაფუძვლოა ბრალდება, რომ თანამონაწილე ვარ. პოლიტიკური სპეკულაციაა ეს“, - განაცხადა კვირიკაშვილმა, რის საპასუხოდაც, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ „მაინცდამაინც იმ მომენტში იყო გამორთული 100 კამერა, რომელიც მუხთარლის გადაადგილებას აფიქსირებდა“.

„ეს არის გამოძიების მიერ გასარკვევი საკითხი და პრემიერ-მინისტრები ასეთ დროს არ აკეთებენ კომენტარებს იმაზე, რატომ იყო გამორთული კამერები“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა და განაცხადა, რომ ის ფაქტი, რაც აფგან მუხთარლის შემთხვევაში, მოხდა ძალიან ცუდია.

„ცუდი, რომ არის ბავშვმაც იცის, მაგრამ პასუხისმგებლობის საკითხი სად არის?“, - აღნიშნა მელიამ, რის საპასუხოდაც კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ თანამდებობიდან ორი მაღალჩინოსანი გათავისუფლდა და ეს არის ის რეაგირება, რაც იმ დროისთვის ადეკვატური იყო.

„ასეთ მძიმე დანაშაულს პოლიციის მაღალჩინოსნები ვერ ჩაიდენდნენ, რომ არა პოლიტიკური შეთანხმება. ვისთან? სავარაუდოდ თქვენთან“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

„ეს არის თქვენი არასწორი ვარაუდი, რომელსაც მე არ ვეთანხმები“, - უპასუხა გიორგი კვირიკაშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს