240 დევნილი ოჯახი ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსში ბინას მიიღებს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული 240 ოჯახი ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე ახალაშენებულ კორპუსში ბინას მომდევნო წლის პირველ ნახევარში მიიღებს.

აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოს უფროსის, მანუჩარ ჩილაჩავას ინფორმაციით, ბინების მიღების მოთხოვნით განაცხდების მიღება უკვე შეწყდა და კონკურსის წესით ბინების გადასაცემად კომისია იანვრიდან დაიწყებს მუშაობას.

„2018 წლიდან იანვრიდან კომისია იწყებს მუშაობას. როგორც კი მორჩება შესაბამისი სამუშაო, 240 ოჯახი საცხოვრებელ ფართს მიიღებს. თუ კომისია იანვარის თვეში ვერ მოასწრებს მუშაობის დასრულებას, ბინების გადაცემა შეიძლება თებერვალში მოხდეს. ამ ეტაპზე სულ 500-მდე განაცხადი შემოვიდა, მაგრამ არის ძველი განაცხადებიც, რომელიც ახალს დაემატება“, - განაცხადა მანუჩარ ჩილაჩავამ.

ჩილაჩავას ინფორმაციით, ბარამიას ქუჩაზე კიდევ სამი კორპუსი აშენდება, სადაც სავარაუდოდ, 400 ოჯახი მიიღებს ბინას. ახალი განაცხადების მიღება 2018 წლის გაზაფხულზე დაიწყება.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს