გიორგი კვირიკაშვილი - მზად ვარ განვიხილოთ, როგორ შევქმნათ იმ ადამიანებზე მორგებული პროგრამები, რომლებმაც ოდესღაც ჩვენი ქვეყანა დატოვეს

საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამემამულეების ჩართულობის საკითხი გაცილებით მეტ ყურადღებას საჭიროებს და რაღაც მეტი გვაქვს გასაკეთებელი ამ მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დეპუტატ სალომე ზურაბიშვილის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"არ მინდა ზოგადი პოლიტიკური პასუხი გაგცეთ. მზად ვარ განვიხილოთ თქვენთან ერთად გზები, როგორ შევქმნათ იმ ადამიანებზე მორგებული პროგრამები, რომლებმაც ოდესღაც ჩვენი ქვეყანა დატოვეს. ისინი გამორჩეული სამეწარმეო სულისკვეთების ადამიანები არიან. ჩვენი პრიორიტეტია მათი დაბრუნება. ეს არიან ადამიანები, რომლებსაც ასევე განსაკუთრებული ნიჭი აქვთ კულტურის, სხვა მიმართულებებით. ძალიან მნიშვნელოვანია, ისინი წარმატებულნი იყვნენ იქ, სადაც არიან, მაგრამ ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში მათი ჩართულობა იყოს მნიშვნელოვანი. მუდმივი კონტაქტი გვაქვს მათთან, მათ შორის ქართული ენის სწავლების კუთხით, შესაბამისი სტრუქტურები ქვეყანაში არსებულ პროგრამებს მათ სისტემატურად აცნობენ. ბევრი ადამიანი დაბრუნდა სპეციალურად ამ პროგრამების გამოსაყენებლად, მათ აქ გააკეთეს ბიზნესი ახლობლებისთვის და დაუბრუნდნენ სამუშაოს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს არაერთი პროგრამა, მათ შორის სტარტაპების ხელშესაწყობად, არც ერთი ასეთი პროგრამა არ არის სპეციალურად მორგებული საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებზე. ვისურვებდი, რომ შეგვექმნა სპეციალურად მათზე მორგებული პროგრამები და მივესალმები თქვენს წინადადებას ამ მიმართულებით", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა ასევე უპასუხა სალომე ზურაბიშვილის კითხვის იმ ნაწილს, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას ემსახურება და ისაუბრა სახელმწიფო პროგრამებზე, რომელთა შორისაა "აწარმოე საქართველოში", "უმასპინძლე საქართველოში", "შეღავათიანი აგროპროექტი" და ა.შ.

"თუმცა, ვფიქრობ, ახალი ტალღაა საჭირო მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად და ალბათ ამ მიმართულებით მეტის გაკეთება შეიძლება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს