ფიქრია ჩიხრაძე - საჯარო პირები ვალდებული ვართ საზოგადოებაში მოჭარბებული აგრესიის შემცირებას შევუწყოთ ხელი

პრეზიდენტის მრჩევლის პოლიტიკურ საკითხებში, ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, ყველა საჯარო პირმა ხელი უნდა შეუწყოს ბოლო პერიოდში საზოგადოებაში მოჭარბებული აგრესიის შემცირებას. ამის შესახებ ჩიხრაძემ, პრემიერ-მინისტრსა და ნიკა მელიას შორის გუშინ მომხდარ ინციდენტზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც ფიქრია ჩიხრაძემ აღნიშნა, ამ ფაქტით საზოგადოება შეწუხებულია.

"ჩვენ ყველანი შეწუხებული ვართ ამ ფაქტით. ერთი რამ, რაც მინდა ვთქვა და რაზედაც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ჩვენ ვლაპარაკობთ, ეს არის ქართულ საზოგადოებაში მოჭარბებული აგრესია. ყველა ის ადამიანი, ვისაც შეხება გვაქვს მეტ-ნაკლებად საჯარო სივრცესთან, ვალდებული ვართ, რომ ეს გავითვალისწინოთ, ამას ანგარიში გავუწიოთ და პირიქით, ვიზრუნოთ და ნაბიჯები გადავდგათ იმისკენ, რომ იყოს საგნობრივი დიალოგი და მოვიქცეთ ისე, რომ ამ აგრესიის შემცირებას შევუწყოთ ხელი. ეს პასუხისმგებლობა გააჩნია თითოეულ საჯარო პირს", - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს