დავით მათიკაშვილი - საპოლიციო კონტროლი არის კრიმინალთან ბრძოლის გზა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის განცხადებით, საპოლიციო კონტროლი არის ჩვეულებრივი პრევენციული ხასიათის ღონისძიებება, რომელსაც ახორციელებდა და შედგომაც განახორციელებს შსს.

„შს მინისტრმა მკაფიოდ განაცხადა იმ კურსის შესახებ, რომელიც აქვს დღევანდელ ხელისუფლებას აღებული, მათ შორის შსს–ს მიმართულებით. ჩაირთო კიდევ ეს ფაზა აქტიურად. ეს არის ჩვეულებრივი პრევენციული ხასიათის ღონისძიებები, რომელსაც ახორციელებდა და განახორციელებს შსს. ეს არის კრიმინალთან ბრძოლის გზა“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კითხვაზე, ხომ არ მიუთითებს ეს კონტროლი კრიმინალის გახშირებაზე, მისი თქმით, სამინისტრომ ”კარგად იცის ის წერტილები, სადაც არის საჭირო შესაბამისი ურთიერთქმედება, ამიტომ ხორციელდება იმ მექანიზმების გამოყენება, რომელიც ყველაზე ეფექტურია”.

მათიკაშვილის განცხადებით, მაქსიმალურად იქნება დაცული ადამიანის უფლებები. ასევე განმარტა, რომ კონტროლის დროს დაცული უნდა იყოს ბალანსი და არ უნდა მოხდეს კრიმინალთან ბრძოლა ადამიანის უფლებების შებღალვით.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრევენციის მიზნით, ყველა რეგიონში, მათ შორის თბილისში საპოლიციო კონტროლის განხორციელება დაიწყო.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს