პარტიების დაფინანსების წესის ცვლილებაზე ჟორჟოლიანი-ნოზაძის საკანონმდებლო ინიციატივას კენჭი არ უყარეს

პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესის ცვლილებაზე დეპუტატების, გია ჟორჟოლიანის და სიმონ ნოზაძის საკანონმდებლო ინიციატივა მესამე მოსმენით კენჭისყრაზე არ გაიტანეს.

კანონპროექტი მესამე, საბოლოო მოსმენით გია ჟორჟოლიანმა პარლამენტს გუშინ წარუდგინა, თუმცა არც გუშინდელ და არც დღეს ჩატარებულ კენჭისყრაზე პროექტისთვის კენჭი არ უყრიათ იმის მიუხედავად, რომ ის კენჭსაყრელ საკითხთა დღის წესრიგში იყო გათვალიწინებული.

როგორც ჟორჟოლიანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მისთვის უცნობია, რატომ არ უყარა პარლამენტმა კენჭი კანონოპროექტს მესამე მოსმენით.

„ამის თაობაზე ჰკითხეთ ვინც კენჭისყრას განსაზღვრავს, ჰკითხეთ პარლამენტის თავმჯდომარეს. მე არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით“, - განაცხადა ჟორჟოლიანმა.

გია ჟორჟოლიანისა და სიმონ ნოზაძის მიერ მომზადებული ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებების მიხედვით, პარტიისთვის კვალიფიციური სუბიექტის სტატუსის მინიჭება და მისთვის საბიუჯეტო დაფინანსების გამოყოფა იმ შემთხვევაშიც ხდება, თუკი პარტია პარლამენტში მაჟორიტარს გაიყვანს და მაჟორიტარული სისტემით არჩეული დეპუტატი ფრაქციას შექმნის.

აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, კვალიფიციური სუბიექტის სტატუსსა და შესაბამის საბიუჯეტო დაფინანსებას ”მრეწველთა” პარტია იღებს.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს