იურიდიული დახმარების სამსახური, მოსამართლის მიერ საზოგადოებრივი ადვოკატის მიმართ დამამცირებელი მიმართვის გამო შეშფოთებას გამოთქვამს

იურიდიული დახმარების სამსახური, მოსამართლის მიერ საზოგადოებრივი ადვოკატის პროფესიონალიზმის შესახებ დამამცირებელი მიმართვის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.ამასთან დაკავშირებით იურიდიული დახმარების სამსახური განცხადებას ავრცელებს.

”22 დეკემბერს, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატს, სოფიო გოგლიჩიძეს, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, საასამართლო პროცესზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიმართა არაკორექტულად.

სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური შეშფოთებას გამოთქვამს აღნიშნული ფაქტის გამო. მიგვაჩნია, რომ მოსამართლის აღნიშნული საქციელი სამოსამართლო ეთიკის ნორმების უხეში დარღვევაა.

საზოგადოებრივი ადვოკატი თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობას, საერთაშორისო სამართლის და პროფესიული ეთიკის ნორმებს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, ადვოკატს უფლება აქვს, გაეცნოს ბრალდების მხარის მტკიცებულებებს, მიიღოს მტკიცებულებისა და სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლები. ხოლო, ბრალდებულის დაცვის უფლების, ბრალდებულის სათანადო სამართლებრივი დახმარების უფლების და ადვოკატის მიერ საადვოკატო საქმიანობის კვალიფიციურად განხორციელების ფარგლებში, ადვოკატი ვალდებულია თითოეული საქმის მასალები სრულყოფილად შეისწავლოს. საქმე, რომლის არსებითი განხილვის დროს ადგილი ჰქონდა მოსამართლის მხრიდან ადვოკატისადმი შეურაცხმყოფელ და დამამცირებელ მიმართვას და ადვოკატის პროფესიონალიზმის ეჭვის ქვეშ დაყენებას, არის მოცულობითი და მისი მასალების სრულყოფილად გაცნობა მოითხოვს შესაბამის გონივრულ დროს.

სასამართლოს მხრიდან არაკორექტული მიმართვა ადვოკატისადმი, ხელს უწყობს ადვოკატთა კორპუსის, როგორც მართლმსაჯულების სისტემაში შემავალი ერთ–ერთი უმთავრესი რგოლის ინსტიტუციურ დისკრედიტაციას.

იურიდიული დახმარების სამსახური მოუწოდებს მართლმსაჯულების წარმომადგენლებს, პატივი სცენ ადვოკატების საქმიანობას და დაიცვან პროფესიული ეთიკის ნორმები.

სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანიზაციაა, რომელიც სახელმწიფოს ხარჯზე უფასო საადვოკატო მომსახურებას და სამართლებრივ კონსულტაციებს გასწევს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, თუ ბრალდებული თავს არიდებს სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას, მას სავალდებულო წესით ენიშნება ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე”,- ნათქვამია განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ, გუშინ, მიხეილ სააკაშვილის სახაზინო ადვოკატს სოფიო გოგლიჩიძეს მიმართა: ”იმედია სასამართლოს მიერ მოცემული ვადა საკმარისი იქნება და შემდეგ პროცესზეც ოროსანი ბავშვივით არ ადგებით და არ იტყვით, რომ საქმის მასალების გაცნობა ვერ მოასწარით”.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა