iTechnics Apple-ის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა

მედიის წარმომადგენლებს და საზოგადოების ცნობილ სახეებს კომპანია „აიტექნიკსმა“ უმასპინძლა. კომპანია iTechnics-ი და Apple-ი ოფიციალური პარტნიორები გახდნენ, რაც მომხმარებლის კიდევ უფრო მაღალი ხარისხის მომსახურებას უზრუნველყოფს. აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში iTechnics-ში შეძენილ პროდუქციაზე მომხმარებელი ისარგებლებს ერწლიანი Apple-ის საერთაშორისო გარანტიით უკვე საქართველოშიც.

კომპანიის ხელმძღვანელობამ მედიასთან გასული წელი შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ოფიციალური პარტნიორობის პარალელურად, კომპანიამ სრული რებრენდინგი განახორციელა. შეიცვალა კომპანიის დასახელება (იყო iTechnic, ახლა არის iTechnics), ლოგო, კორპორატიული ფერები, ეტაპობრივად შეიცვლება, ასევე, მაღაზიების ინტერიერი და ექსტერიერი.

დამზადდა ახალი, არასტანდარტული ვებ-გვერდი, სადაც მომხმარებელს საშუალება ექნება მიიღოს დეტალური ინფორმაცია Apple-ის ყველა სიახლეზე. თითოეულ მომხმარებელს ექნება პირადი „ექაუნთი“, სადაც ხელმისაწვდომი იქნება დეტალური ინფორმაცია მის მიერ განხორციელებულ შესყიდვებზე, შეძენილი ტექნიკის საგარანტიო პირობებსა და ვადებზე.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის სახელის ცვლილება გამოწვეული იყო იმ სამართელბრივი დავის დასრულებით, რომელიც წელიწადზე მეტხანს გრძელდებოდა.

საბოლოოდ iTechnics-მა მოახერხა თავისი კუთვნილი სახელის დაბრუნება და სწორედ აღნიშული სახელით აგრძელებს ოპერირებას ბაზარზე.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რაც უფრო უკეთეს ხელშეკრულებას დადებ რუსეთთან, მით უფრო დიდია შანსი, რომ რუსეთი გარკვეულ ეტაპზე დაარღვევს - ერთადერთი გარანტიაა, თუ მასში მონაწილეობას მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეები მიიღებენ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.05.2026
შპს „ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია“ „საოჯახო კალათის“ ინიციატივაში ერთვება
PSP-ს მხარდაჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს