წინასაახალწლოდ „საქართველოს ფოსტა“ სამუშაო დროს 2 საათით გაზრდის

25 დეკემბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს ფოსტის“ სერვისცენტრები გაზრდილი გრაფიკით იმუშავებენ.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, წინასაახალწლოდ საფოსტო პროდუქტებზე გაზრდილი მოთხოვნის და ფოსტის ახალი სერვისების მიმართ მაღალი ინტერესის გამო და მომხმარებელთა დიდი ნაკადის განტვირთვის მიზნით „საქართველოს ფოსტის“ სერვისცენტრებში სამუშაო დრო 2 საათით - დილის 09:30 საათიდან 19:00 საათამდე გაიზრდება.

”წინასაახალწლოდ გაზრდილი დროის მონაკვეთში მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს შემდეგი სერვისცენტრების მომსახურებით: თბილისში - 0102, სადგურის მოედანი №2; 0167, გლდანის 1 და 2 მკრ. შორის მდებარე სავაჭრო ცენტრი; 0190, კახეთის გზატკეცილი №34 ბ; 0179, ი.ჭავჭავაძის გამზ. №21; 0186, ვაჟა-ფშაველას გამზ. №69; 0160, პეკინის გამზ. №39; ქუთაისში - 4600, თამარ მეფის ქ. №56 და 4608, ზ.გამსახურდიას ქ. №32; ბათუმში - 6010, ხ.მელაშვილის ქ.№4 და 6004, ი.ჭავჭავაძის ქ. №90; ზუგდიდში - 2100, რუსთაველის ქ.№92; გორში - 1400, სტალინის ქ. №15 და რუსთავში - 3700, მეგობრობის გამზ. №9.“

„საქართველოს ფოსტა“ წარმოადგენს ქვეყანაში უმსხვილეს საფოსტო ორგანიზაციას, რომელიც გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვისცენტრების ყველაზე ფართო ქსელით.

ამჟამად, ქვეყნის მასშტაბით "საქართველოს ფოსტის“ 82 სერვის ცენტრი ფუნქციონირებს”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციში.

ვახტანგ ძაბირაძე -  შემოდგომა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ცხელი შემოდგომა გვექნება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.08.2019