პოეტი ზვიად რატიანი პროკურატურისგან დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს

სამართალდამცველების მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებული პოეტი ზვიად რატიანი პროკურატურისგან დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. ამის შესახებ ჟურნალისტებს რატიანის ადვოკატმა ანა ნასრაშვილმა განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პროკურატურას რატიანისთვის დაზარალებულის სტატუსისა და გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მოთხოვნით დაცვის მხარე დღეს ოფიციალურად მიმართავს.

"გუშინ დაიწყო გამოძიება თბილისის პროკურატურის მიერ, პოლიციელების მხრიდან სავარაუდო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. მოხდა ბატონი ზვიადის გამოკითხვა, ასევე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნა. ჩვენ დღეს ვაპირებთ, რომ მივმართოთ პროკურატურას, რიგი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისა და მისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით", - აღნიშნა ანა ნასრაშვილმა.

ამასთან, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზეც უნდა იმსჯელოს, რის გამოც პოლიციამ რატიანი დააკავა. პროცესს თავად რატიანი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრება.

ადვოკატის თქმით, ამის გამო ის პროცესის გადადებას მოითხოვს. რაც შეეხება ვიდეოჩანაწერებს, როგორც ანა ნასრაშვილმა აღნიშნა, დაცვის მხარეს ჯერ რაიმე სახის ვიდეოჩანაწერი არ გადაცემია და შესაბამისად, მათთვის უცნობია აღნიშნული ვიდეოების შინაარსი.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო