ზაალ უდუმაშვილი - უკრაინული და ქართული სასამართლოები შეთანხმებულად მოქმედებენ, რათა მიხეილ სააკაშვილს ერთდროულად გამოუტანონ განაჩენი

„ნაციონალური მოძრაობის“ შეფასებით, მოსამართლე გიორგი არევაძე და პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი სიტყვიერად და ფსიქოლოგიურად ზემოქმედებენ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატზე. როგორც პარტიის ლიდერები, სანდრო გირგვლიანის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმის სასამართლო პროცესის შემდეგ აღნიშნეს, ადვოკატი სამართლიანად ითხოვს გონივრულ ვადას, რათა მოამზადოს დასკვნითი სიტყვა, თუმცა მას ეს ვადა არ ეძლევა, რადგან მოსამართლეც და პროკურორიც პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებენ.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, მომდევნო პროცესის 3 იანვარს ჩანიშვნა, იმაზე მეტყველებს, რომ უკრაინული და ქართული სასამართლოები შეთანხმებულად მოქმდებენ, რათა მათ ერთდროულად გამოუტანონ მიხეილ სააკაშვილს განაჩენი.

„ეს რომ პოლიტიკური პროცესია, ამაში ამ პროცესის დაწყეების დღიდანვე ეჭვი არავის ეპარებოდა. ჩვენ დღეს მოვისმინეთ პროკურორისგან, რომ თურმე ბოლო დღეების განმავლობაში დაკავებული იყო იმით, რომ იძიებდა ადვოკატი რამდენი საათი იყო დატვირთული სასამართლოებში. საერთოდ გაუგონარი გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ და პროცესი 3 იანვარს ჩანიშნა. ამავე დღეს არის უკრაინაში სააპელაციო პროცესი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, ასე რომ, შეთანხმებული რეჟიმით მიდის ქართული და უკრაინული სასამართლოები, რომ რაც შეიძლება მალე დადგეს განაჩენი“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს