ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა, სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული მერიის ყოფილი თანამშრომლის ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა, სავარაუდოდ დღეს დაიდება. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, დღეს დაცვის მხარემ სასამართლოს უნდა წარუდგინოს. ბრალდებულის ადვოკატები დასკვნის შინაარსზე ჯერჯერობით არ საუბრობენ, თუმცა, როგორც „ინტერპრესნიუსს“ ოთარ აბესაძის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განუცხადა, ამ დასკვნის საფუძველზე, დაცვის მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობას კიდევ ერთხელ დააყენებენ.

ოთარ აბესაძის ბრალდების საქმეზე სასამართლო პროცესი, თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა ჩანიშნული.

მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე ქრთამის აღების ბრალდებით სუს-მა დააკავა. გამოძიების თანახმად, აბესაძემ მდინარე მტკვარზე, გარკვეული კონსტრუქციის აშენებისთვის საჭირო ნებართვის მისაღებად და ნებართვის მიღებამდე მშენებლობის წარმოების მფარველობის სანაცვლოდ მოქალაქეს 3 ათასი დოლარი ქრთამის სახით გამოართვა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა