ადვოკატი პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული ზურაბ გორნაკაშვილის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს

ადვოკატი პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული ზურაბ გორნაკაშვილის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს. ტერორიზმის დაფინანსებაში, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერასა ან რესურსით უზრუნველყოფაში ბრალდებულის ადვოკატის, ირაკლი ბენიას განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებები არ იძლევა იმის საფუძველს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მონაწილეობდა დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში. ამასთან, ბენიას არ დაუკონკრეტებია, თუ რა თანხას შესთავაზებს სასამართლოს, გორნაკაშვილის გირაოთი გათავისუფლებისთვის.

"პროკურატურა, სავარაუდოდ, პატიმრობას მოითხოვს, დაცვის მხარეს კი გვექნება შუამდგომლობა, რომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდოს. კონკრეტულ მტკიცებულებებზე ვერ ვისაუბრებ. საქმის მასალებში არსებობს სხვადასხვა სახის მტკიცებულებები. თუმცა, დაცვის მხარე თვლის, რომ მტკიცებულებები არ იძლევა საფუძველს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მონაწილეობდა ამ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში", - განაცხადა ბენიამ.

ადვოკატის თქმით, ის, რომ გორნაკაშვილის საქმე ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი და მისი დაცვის ქვეშ მყოფს ჩვენება აქვს მიცემული, არ ნიშნავს, რომ გორნაკაშვილი გამოძიებასთან თანამშრომლობს.

"ეს არ ნიშნავს იმას, რომ თანამშრომლობს გამოძიებასთან. პროკურატურას აქვს უფლება ცალ-ცალკე შეიტანოს საქმეები. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი რამდენჯერმეა დაკითხული ამ საქმეზე, მათ შორის დაკავებამდეც. ასევე დაიკითხა დაკავების შემდეგაც, თუმცა კონკრეტულ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ", - განაცხადა ბენიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა