სანტები თბილისის ათივე რაიონში მოსახლეობას ტკბილეულს დაურიგებენ

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, პეკინის ქუჩის ველობილიკიდან სტარტი აიღო პროექტმა „ველო სანტები“, რომელიც 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში, სანტები დედაქალაქის მასშტაბით, ათივე რაიონში გადაადგილდებიან, თბილისის მერიის სახელით მოსახლეობას ტკბილეულს დაურიგებენ, დამდეგ შობა-ახალ წელს მიულოცავენ და საახალწლო განწყობას შეუქმნიან.

პროექტის პირველ დღეს სანტებმა ვაკის, საბურთალოს, დიდუბის, ჩუღურეთის, მთაწმინდისა და ნაძალადევის რაიონები მოიცვეს, დღს კი, სანტები გლდანი-ნაძალადევის რაიონში გადაადგილდებიან. 30 დეკემბერს, პროექტი ისანი-სამგორის რაიონში, ხოლო 31 დეკემბერს, კრწანისის რაიონში განხორციელდება.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ