გედევან ფოფხაძე - სასამართლო სისტემის რეფორმის მეოთხე ტალღის მიზანია მართლმსაჯულება გახდეს უფრო სწრაფი და სასამართლო განიტვირთოს

სასამართლო სისტემის რეფორმის მეოთხე ტალღის მიზანია მართლმსაჯულება გახდეს უფრო სწრაფი და სასამართლო განიტვირთოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა გედევან ფოფხაძემ განუცხადა, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს 4 სხვადასხვა კანონში დაგეგმილ ცვლილებებს აცნობს.

გედევან ფოფხაძის განმარტებით, ცვლილებების შედეგად სასამართლო სისტემა საქმეებისგან განიტვირთება. იზრდება იმ საქმეთა წრე, რომელიც შეიძლება ერთპიროვნულად იყოს განხილული ან განხილული იყოს დაუსწრებლად. ასევე იზრდება საქმეთა დასაშვებობის ზღვარი სააპელაციო სასამართლოში.

„სასამართლო სისტემის გამოწვევა არის სწრაფი მართლმსაჯულება. ამ მიმართულებით სასამართლოებს მართლაც აქვს პრობლემები. ეს იწვევს იმას, რომ მართლმსაჯულება იყოს ეფექტური. მართლმსაჯულება როგორი ობიექტურიც არ უნდა იყოს, წლების შემდეგ აღსრულებული სიმართლე შეიძლება ადამიანისათვის არაფრის მომცემი იყოს. სწორედ ამიტომ წარმოდგენილია ცვლილებები, რომლის მიზანია სასამართლო განიტვირთოს და შედეგად უფრო სწრაფი მართლმსაჯულება იყოს მიღწეული“, - განუცხადა ჟურნალისტებს გედევან ფოფხაძემ.

საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ არის ინიცირებული, პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს